"რატომ?" საბავშვო სიმღერა.

29.09.2024 02:43

მხიარული სიმღერა ცნობისმოყვარე ბავშვზე.
Funny song for kids.
სიმღერის ტექსტი:


რატომ თენდება, რატომ ღამდება,
ბრუნავს დედამიწა რატომ?
ზოგჯერ მზიანი, ან წვიმიანი,
იცვლება ამინდი რატომ?

მისამღერი:

ჩემი კითხვებით ყველას ვაწუხებ,
მე ჯერ არ ვიცი არაფერი!
ბევრი კითხვა მაქვს - ვინ მიპასუხებს?
მინდა ვიცოდე ყველაფერი!
რატომ? რატომ?
რატომ? რატომ?

ღრუბლები ცაში, ტალღები ზღვაში,
მთებზე თოვლია რატომ?
ტყეში მელია, ტბაში თევზია,
ჩიტი ჭიკჭიკებს რატომ?

მისამღერი:

ჩემი კითხვებით ყველას ვაწუხებ,
მე ჯერ არ ვიცი არაფერი!
ბევრი კითხვა მაქვს - ვინ მიპასუხებს?
მინდა ვიცოდე ყველაფერი!
რატომ?
რატომ?
რატომ?
რატომ?



მუსიკა და ტექსტი: ლელი ჯიბღაშვილი

იდეის ავტორი: ნიკოლოზ ჯიბღაშვილი, 4 წლის.

შემსრულებელი: ლელი ჯიბღაშვილი

სიმღერის ჩაწერა: Bachi BM Recording Studio.

ვიდეომონტაჟი: ინა ჯიბღაშვილი


© საავტორო უფლებები დაცულია !
შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში. ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი!

© თანამშრომლობისთვის: WhatsApp/ Tel: +995 577 501791

გაზიარება:
Paliani