მოლდოვის ავიახაზების გადაწყვეტილება

4 თვის წინ

მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Air Moldova-ს რუსეთში ფრენების განახლება აუკრძალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ამავე ინფორმაციით, რუსეთში ფრენების აეკრძალათ სხვა ეროვნულ გადამზიდავ კომპანიებსაც. მოლდოვამ რუსეთთან ავიამიმოსვლა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეაჩერა. რამდენიმე დღის წინ, Air Moldova-მ განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან მოსკოვთან ავიამიმოსვლის აღდგენას გეგმავდა, რასაც ხელისუფლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან