გიორგი გახარია პრემინისტრის თანამდებობიდან გადადგა


2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური ბრიფინგი გამართა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ მეხუთე პრემიერმინისტრმა გადადგომის მიზეზად გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

გახარიას გადადგომა მედიამ „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. თუმცა, მოგვიანებით, ყოფილმა პრემიერმა საკუთარი ნაბიჯის რეალური მიზეზი ივანიშვილის მხრიდან საჯარო პირობის დარღვევით და მის საქმიანობაში ფარული ჩარევით ახსნა (იხ. https://is.gd/vnrIDW)

გახარია საქართველოს პრემიერმინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრად (2017-2019), უფრო ადრე კი „ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრად (2016-2017) და ბიზნესომბუდსმენად მუშაობდა (2013-2016)

ვიდეოები „Giorgi Gakharia • გიორგი გახარია"-ისგან