„მოამბე“ 20 საათზე, 12 ნოემბერი, 2016

11/12/2016

• გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები საქართველოში - რა პასუხი აქვს სახელმწიფოს;

• რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ომბუდსმენის აპარატი გოგონების წინდაცვეთის ფაქტების წინააღმდეგ - ეკა სხილაძე \"მოამბეში\";

• როგორი იქნება ახალი მინისტრთა კაბინეტი – კონსულტაციები გრძელდება;

• საპარლამენტო მუშაობის გეგმები და სამომავლო სტრატეგია - მმართველმა გუნდმა შეხვედრა გამართა;

• რა შემადგენლობით აპირებენ ოპოზიციური პარტიები მუშაობას საარჩევნო სისტემის შეცვლაზე;

• სპეციალისტები:ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაზიანებული ფრესკების გადარჩენა შესაძლებელია;

• ახალციხის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობის საკითხს ბათუმში საერთაშორისო ფორუმზე გამოეხმაურნენ;

• დაბალი ფასები დახლზე და განსხვავებული ფასები ქვითრებში - „მოამბის\" ჟურნალისტური გამოძიების ანონსი;

• რა პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში;

• თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან;

• დონალდ ტრამპის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის და უკვე მომავალი პრეზიდენტის დაპირებები;

• სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ;

• პროექტის \"გააგრძელე საქართველოს ისტორია\" მეორე სეზონის პრემიერა ქუთაისში გაიმართა;

• საქართველო-იაპონიის თამაში რაგბიში ანგარიშით 22:28 დასრულდა;

• საქართველოს ნაკრები მოლდოვის წინააღმდეგ - ნახევარი საათი საფეხბურთო დაპირისპირებამდე.