გუნდი ,,ევენჯერსი'' – სამუშაო პროცესი


პროექტის „სამართალდამცავი“ მიზანია ახალგაზრდების სამართლებლივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობის/ნდობის ფორმირება ინოვაციური მეთოდის გამოყენებით.
პროექტის ფარგლებში RICDOG-ი ხუთი მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისის, წყალტუბო, თერჯოლა, ბაღდათი, ზესტაფონი) ჯამში 100 ახალგაზრდას შეარჩევს და 6 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში გაწერილ აქტივობებს შესთავაზებს.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტებში შერჩეულ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
ბაღდათი:
ქ.ბაღდათის N1 საჯარო სკოლა
ქ.ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
ზესტაფონი:
ქ.ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა
ქ.ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
თერჯოლა:
ქ.თერჯოლის N1 საჯარო სკოლა
ქ.თერჯოლის N2 საჯარო სკოლა
წყალტუბო:
ოტია იოსელიანის სახელობის ქ.წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა
მამუკა სამაკაშვილის ქ.წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა
ქ.წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლა
ქუთაისი:
ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის N26 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის N35 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის N10 საჯარო სკოლა
ქ.ქუთაისის N38 საჯარო სკოლა
ზემოთ ჩამოთვლილი სკოლების მოსწავლეთათვის: პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია, ბმულზე:
https://goo.gl/forms/ZKOuAbJc4XCveDxn1
პროექტი 2019 წლის მაისის ბოლოს დასრულდება და მონაწილეებს შემაჯამებელ შეხვედრაზე სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრებს გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამართალდამცავი“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და Ph international – ის მიერ არის დაფინანსებული, პროგრამის: სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის SCOPE ფარგლებში.