თენგიზ ჯგუშიას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებლის და ყოფილი პარლამენტარის თენგიზ ჯგუშიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა. თენგიზ ჯგუშიას ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება. 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, რაც 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ხელუგნობას იარაღის გამოყენებით, რაც 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.სასამართლოზე, რომელიც დღეს, განიხილავდა ჯგუშიასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის როგორც კანონმორჩილი პიროვნება, მზად არის მიიღოს სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუმცა მისივე განმარტებით, ის გააგრძელებს დაწყებულ საქმიანობას, „ბრძოლას სიმართლისთვის". თენგიზ ჯგუშიამ დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს მისთვის წარდგენილ 239-ე მუხლში. რაც შეეხება 236-ე მუხლს, ბრალდებულმა განმარტა, რომ აქ ის იზიარებს დანაშაულს.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი დეპუტატი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელი 2000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფ... http://odishi.ge/sainformacio-sazogad... 2013-08-11
მსგავსი ვიდეოები
თენგიზ ჯგუშიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ჯგუშიას ბრიფინგი
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშიას მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ჯგუშიას ინტერვიუ.mpg
makho Basy
თენგიზ ჯგუშიას ბრიფინგი
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშიას შემაჯამებელი შეხვედრა
Livepress. ge
თენგიზ ჯგუშიას სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს
STV NEWS
თენგიზ ჯგუშიას ბრიფინგი
Livepress. ge