Quemmekh - არანაირი არაფერი

12/31/2017
Quemmekh-ის მიერ

/ quemmekh  
  / quemmekh  

ლირიკა

კრავს,დაფხვნილს,ფერთხავს,ხეთქავს
ანგრევს შლის და ქმნის
ლაწა-ლუწით ლერწმით ხეხავს
გრეხვითაც კვლავ ქმნის

რაგარაგა გაიხორცა
ხორცად თუნდ არ ღირს
სტროფად რომ არ დაეხოცოს
მელნით შხაპავს ძირს

თუნდ უსმინე თუნდ უცქირე
მაინც საფლავს თხრის
თუ ჩაწვება იქ, ჩაკვდება
მოიმიწებს ძილს

ვაშლი ვახშმად ვერ გახდება
ცრუდ აბრალებთ ხილს
კბენა კბეჩით ტკაცად დაშლი
ვაშლის წვენი წვიმს

დაგრჩენია მოგონებად
რა გემო აქვს ხილს
თუნდ უცქირე თუნდ უსმინე
მაინც საფლავს თხრის