ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის\" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge
2021 წელს 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზევით – 25 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ 2021 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
კერძოდ, წარმოდგენილი კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.
2021 წელს საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსება 370.0 მლნ ლარით იზრდება და 2 600.0 მლნ ლარით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად განისაზღვრა, რომ 2021 წლიდან საპენსიო ასაკის მოსახლეობას სახელმწიფო პენსია გაეზრდება ყოველწლიურად, კანონმდებლობით დადგენილი ფორმულის მიხედვით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის 210 მლნ ლარს შეადგენს.