წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიისთვის მზადება უკვე დაიწყო

03.05.2018 02:50

წელს „ოქროს ტალღა“ ივნისის თვეში ჩატარდება და სანამ სპეციალური ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს გამარჯვებულებს, მანამდე გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ რჩეულ სიმღერას ხმა მისცენ 24 საათში ერთხელ Goldenwave.ge-ის მეშვეობით. ყოველ სამშაბათს მედიაჰოლდინგ ფორტუნაში შემავალი ოთხივე რადიოსადგურის ეთერში გადაცემა ოქროს ტალღის დღიურები გავა. გადაცემის პირველი სტუმარი კი ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლიკა დოლიძე იყო. თუ რა სიმღერა არის წლის მთავარ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარდგენილი და რა მოლოდინები აქვს მომღერალს, ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს კამერებთან ჰყვება. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: