ქართული ხმები - სატრფიალო - ხალხური / Georgian Voices - Satrfialo - xalxuri


Album: Gazapkhulda, Akvavilnda Nushi
Year: 2012
Composer: L. Nemsade
Lyricist: Public Domain
Spotify: https://spoti.fi/2U4PY6L
Amazon: https://amzn.to/3sdxWfq
Itunes: https://apple.co/3jE5W0B
Facebook:   / qartulikhmebi  
Subscribe: https://bit.ly/2U3WpqJ
©℗ GMI Rights Management
https://www.GMI.ge

ქართული ხმები — ვოკალური ანსამბლი, საქართველოს სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი. ცნობილი არიან რეპერტუარებით როგორიცაა : მრავალჟამიერი, მოვა მაისი, ბეჩა ყირამალა, კარგი ხარ გოგოვ, მზე შინა და მზე გარეთა, დილა მშვიდობისა რა ლამაზად თენდები და ა.შ.

მათ კოლაბორაცია ჰქონდათ არტისტებთან, როგორებიც არიან:Bobby McFerrin, ნიაზ დიასამიძე, ნატო გელაშვილი, ზვიად ბოლქვაძე , მერაბ სეფაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნანი ბრეგვაძე და მამუკა ჩარკვიანი.

„ქართული ხმების“ სიმღერა გამოირჩევა ეროვნული თვითმყოფობით, მაღალი პროფესიული კულტურით, თავისებური მანერით. საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ხალხური სიმღერების გარდა რეპერტუარშია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რომლებიც არიან: ლილიკო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი,ჯუმბერ ამანათაშვილი, ზვიად ბოლქვაძე


სიმღერის ტექსტი:

ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი.
ამომავალ მზეს გამსგავსებ,
მინდორს რომ მოეფინება.
ქალო შენს პატრონს შემთანა
რა ტკბილად დაეძინება.
შუქი ანათებს ქვეყანას
მაგ შენი თვალებისაო
ცაში ნავალო ვარსკვლავო
ხელთ დასაჭერო მზისაო.
(ვისაც შენ ჰყავხარ მას აქვს
წყალობა მაღალ ღვთისაო,
გახსოვდე მომიგონებდე
მე შენთვის ცრემლი მდისაო
მე შენთვის ცრემლი მდისაო)
შუქი ანათებს ქვეყანას
მაგ შენი თვალებისაო.
ცაში ნავალო ვარსკვლავო
ხელთ დასაჭერო მზისაო.
(ვისაც შენ ჰყავხარ მას აქვს წყალობა მაღალ ღვთისაო,
გახსოვდე მომიგონებდე მე შენთვის ცრემლი მდისაო
მე შენთვის ცრემლი მდისაო)
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდი.
შამსვამდი, შაგერგებოდი.







#GeorgianVoices #ქართულიხმები #Грузинские голоса

ვიდეოები „Georgian Voices / ქართული ხმები"-ისგან