IRAKLI in Lithuania ირაკლი ნასიძის კოლექციების საქველმოქმედო ჩვენება ლიეტუვაში
"Haute Couture of kindness 2018" / Georgian Fashion and Design Week in Lithuania for charity. The HAUTE COUTURE SS19 and PRET-A-PORTE SS19 collections by Georgian French designer Irakli Nassidzé. ლიეტუვაში ქართული ხელოვნებისა და დიზაინის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 12 ოქტომბერს, ქ. კაუნასში მდებარე პაჟაისლისის ისტორიულ მონასტერში გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის ირაკლი ნასიძის უახლესი კოლექციების - HAUTE COUTURE SS19-ის და Pret-a-porte SS19 საქველმოქმედო ჩვენება. აღნიშნული ჩვენება გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიების „მაღალი მოდა სიკეთისათვის 2018“-ის ფარგლებში, ღონისძიებაზე შეგროვილი თანხა მთლიანად გამოყენებული იქნა კაუნასის ბავშვთა სახლის დასახმარებლად. რომლის მიზანია კაუნასის ბავშვთა სახლის მკვიდრთათვის საშობაო საჩუქარის მომზადება, კერძოდ 2018 წლის დეკემბერს ბავშვების წაყვანა ქ. ვილნიუსში ლიეტუვის ოპერისა და ბალეტის თეატრში სპექტაკლ „მაკნატუნას“ ჩვენებაზე, ასევე თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ორგანიზება და მათთვის საშობაო საჩუქრების გადაცემა. ამასთან, მოგროვილი თანხით იგეგმება მთელი წლის განმავლობაში ბავშვთა სახლის „Solija“ ბინადარი ბავშვების ყოველდღიური სადილით უზრუნველყოფა და ბავშვთა სახლის შენობის შენახვისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ. ასევე გაიმართა საფრანგეთში მოღვაწე ჩინელი მხატვრის ციაო ცის გამოფენის „BunnyFish“ გახსნა და ცნობილი ფრანგი იუველირის და დიზაინერის მარი ბელტრამის აქსესუარების ჩვენება. ამასთან შედგა რესტორან MONTE PACIS-ის ახალი მენიუს წარდგენა (შეფ-მზარეულის როკას ვასილაუსკასის სადეგუსტაციო საღამო) და ჩინური ჩაის დეგუსტაცია. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და გათამაშდა ლატარეა. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოების მხარდაჭერით და საქველმოქმედო ფონდის „BEAUTIFUL HEART“-ის, ასევე MONTE PACIS-ის სასტუმრო კომპლექსის ორგანიზებით. #Sakartvelo #Lietuva #IRAKLIParis #IRAKLI #Paris #SS19 #fashion
Khatuna Salukvadze-ის სხვა ვიდეოები
00:45
ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ქართულ ენაზ...
00:16
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ქართულ ენაზე...
03:40
ტელევიზია TV3-ის რეპორტაჟი ლიტვურ ენაში საქართველო...
14:33
SULIKO at Lithuania's National TV/თბილისის ოპერისა...
02:33
ანსამბლი ,,რეხეული " (2011 წ)
01:56
ანსამბლი ,,რეხეული " (2011 წ)
03:04
ანსამბლი ,,რეხეული " (2011 წ)
03:07
ანსამბლი ,,რეხეული " (2011 წ)
მსგავსი ვიდეოები
AND THEN WE DANCED...HOMOPHOBIC GEORGIANS? #Andthenwedanced
Georgian2go
სამი დღეა · It's been three days
Irakli Shermazanashvili
ფინანსური განათლების საზაფხულო ბანაკი, ანაკლია 2019 - Financ...
German Sparkassenstiftung Georgia
ATINATI: Artist in focus • Irakli Gamrekeli
ATINATI
Irakli Charkviani - Moon / ირაკლი ჩარკვიანი - მთვარე
Nika jibladze
საქართველოს ვარსკვლავი 2013 - ნახევარფინალი - 24/06/2013
საქართველოს ვარსკვლავი • Pop Idol Georgia
How to Downloaded youtube video and music / youtube დან ვიდე...
Irakli Tarieladze (Ik KA)
facebook follower Elevations / ფეისბუქზე გამომწერების მომატე...
Irakli Tarieladze (Ik KA)