ვიდეოპროექტი „მეხსიერების გაცოცხლება“

ომის მძიმე წლები და ემოციური კადრები სამ ვიდეო პროექტში. „მეხსიერების გაცოცხლება“ - ასე დაარქვა ავტორმა საკუთარ ნამუშევარს, სადაც საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ოჯახების უმძიმესი ისტორიებია თავმოყრილი. იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ 90-იანი წლების დასაწყისის და შემდეგ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების უშუალო თვითმხილველები არიან.  ინდიგოს შემოქმედებითმა ჯგუფმა ქართულ-ოსური კონფლიქტის კვლევა ორი წლის წინ დაიწყო. ადგილობრივები, რომლებმაც აგვისტოს ომის სიმძიმე პირადად გამოსცადეს, ვიდეო პროექტში დღეს არსებულ მძიმე ყოფაზე და საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სირთულეებზეც ყვებიან. „მეხსიერების გაცოცხლების“ ჩვენება ხვალ კუს ტბის ღია სივრცეში შედგება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები