სასტიკად ნაცემი ვალერი გელაშვილი

25.02.2014 01:58

გელაშვილზე თავდასხმა 205 წლის 14 ივლისს დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა. მის კუთვნილ "მერსედესის" ჯიპს ორმა მანქანამ გზა გადაუღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გელაშვილი და მისი ორი თანხმლები პირი - დაცვა და კომპანია "ევრას" თანამშრომელი - მანქანიდან გადმოიყვანეს და დეპუტატი სასტიკად სცემეს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა იმავე დღეს პრეს-კონფერენცია მოიწვიეს, რათა გაექარწყლებინათ ოპოზიციური პარტიების ბრალდებები ინციდენტში ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე. "ჩვენთვის ძალიან პრინციპულია ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა", განაცხადა გიგა ბოკერიამ პრეს-კონფერენციაზე. http://www.civil.ge/geo/article.php?i...

გაზიარება: