პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან. „საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები - კონკრეტული შედეგების მისაღწევად. #StopCoV
Georgian Government-ის სხვა ვიდეოები
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მი...
ოფიციალური სადილი ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართვე...
ოფიციალური ვახშამი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური...
გახარია - ყველა ადამიანს, რომელიც არ დაემორჩილება...
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყ...
ვიდეომიმართვა საერთაშორისო გარემოს დაცვის ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Hu...
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში მე...
მსგავსი ვიდეოები
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Georgian Government
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Georgian Government
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Irakli Gharibashvili
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Irakli Garibashvili
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Irakli Garibashvili
პრემიერ მინისტრის ბრიფინგი
TV IMEDI