ზვიად გამსახურდიას მოღალატე,პროკურატურის ნასედკა გოჩა ბახიას"საგმირო საქმეები"!№2

01/18/2020
Бесо Микава-ის მიერ

https://www.newposts.ge/?l=G\u0026id=22266...
საუკუნის ქურდობის ორგანიზატორი დასახელდა. დღგ-ს საქმეზე დაკავებულმა გოჩა ბახიამ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, 700 მილიონი ლარი მოპარვის სქემის მთავარი ფიგურა და ეს ყოფილი მთავარი პროკურორი შოთა ფარცხალაძეა.

პატიმარი გოჩა ბახია, რომელსაც ციხეში ჩასმამდე ნავთობის ბიზნესი ჰქონდა აცხადებს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შექმნა სქემა და მილიონები სახლში წაიღო. პატიმარმა სასამართლოზე დაასახელა ვინ იყო საუკუნის ძარცვის საქმეში ოთარ ფარცხალაძის თანამზრახველი.
ირკვევა, რომ ხალხის ხარჯზე ყოფილი მთავარი პროკურორის ანგარიშზე თანხის დარიცხვას მისი ყოფილი მოადგილე მამუკა ვასაძე მფარველობდა. იგი ახლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედაა დანიშნული. ბახიას მტკიცებით, ფარცხალაძემ შექმნა სისტემა და საქართველოში შემოტანილ ნავთობს ყალბი აქტივებით ანბაჟებდა. ვისაც საწვავი შედარებით დაბალ ფასად ჰქონდა, ისისნი დაიჭირეს . ბახია აცხადებს, რომ ეს სქემა ფარცხალაძემ ფინანსური პოლიციის უფროსის, სოსო რამიშვილის დახმარებით მოიყვანა სისრულეში.
ბახიას მძიმე ბრალდებებეს სასამართლო პროცესზე, ფინანსდა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, გელა კანდელაკი უსმენდა. სწორედ ის იძიებს ბახიას საქმეს, თუმცა მას არც პროცესზე და არც პროცესის დასრულების შემდეგ ფარცხალაძს და რამიშვილის დაცვა არ უცდია.
\"ამ საქმეში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა დაკავებულია სუყველა\" - განაცხადა კანდელაკმა.
სხვადასხვა გათვლებით ამ სქემით, ბიუჯეტიდან 200-დან 500-მილიონი ლარი მოიპარეს, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ასეთი მასშტაბის ქურდობა მეწარმეებმა ისე ჩაიდინეს, ბიუჯეტინად ფული ისე მოიპარეს, რომ არავის შეუმჩნევია.
\"შეიკრიბა მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, ვინც წარმოდგენილია სასამართლოში იმ სტანდარტის რაც საკმარისია სასამართლოში\" - აცხადებს პროკურორი.

საუკუნის ძარცვის საქმეში კონკრეტული სახელები და გვარები ცნობილია ბახიას ადვოკატისთვის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, არსებობს კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც საზღვარზე საწვავი შემოჰქონდათ, მათი განბაჟება კი არ ხდებოდა. კუბლაშვილი ამბობს, რომ თაღლუთური სქემის მიხედვით, რომლის უკანაც კონკრეტული მაღალჩინოსნები დგანან სახელმწიფომ ასეულობით მილიონიო იზარალა.

\"გოჩა ბახიას აქვს მოწმეთა ჩვენებები. უამრავი ადამიანი ადასტურებს, როგორი შეთანხმებები ხდებოდა. ასევე აქვს ინფორმაციები, რომლებიც გადამოწმებულია და ნამდვილია. კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც შემოჰქონდათ ტვირთი ჩერდებოდა არ ხდებოდა განბაჟება. ის ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყვნენ კონკრეტულ იურიდიულ პირებთან, ისინი არიან დაკავებულები\" - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.ბიუჯეტის ძარცვის სქემას, რომლის გამოც სახელწიფომ მილიონები იზარალა, აღიარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც. სქემას ისინი უკვე თვეებია იძიებენ, თუმცა მათი გამოძიების მიხედვით ბიუჯეტიდან მილიონები დამოუკიდებლად ექვსმა პატიმარმა ისე მიითვისა, რომ მათ არავინ მფარველობდა.

ვიდეოები „Бесо Микава"-ისგან