13

06/26/2024

„ევრო 2024“ პირველ არხზე / ქართველი ქომაგების მოლოდინი #LIVE

გერმანია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე – 51 მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული ნაკრების შესახებ, შეხვედრების საუკეთესო მომენტები და ყველა მატჩის მიმოხილვა;
რამდენიმე საათი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გერმანიაში – საქართველოს ეროვნული ნაკრების აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატზე პირველი ასპარეზობისთვის, ღია ვარჯიში ქართველი გულშემატკივრებისთვის და ქომაგთა მოლოდინი;
პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტო და მზადება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების განსახილველად – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მორიგ ნაბიჯს უწონებს, მმართველი გუნდი კი ცესკო-ს საბოტაჟისგან დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს, პრეზიდენტს დესტრუქციულ დღის წესრიგს უწუნებს და ოპოზიციის ნარატივიდან გასვლას ურჩევს;
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კონფლიქტის სრულად მოსაგვარებლად უკრაინამ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას – კიევი კრემლის გზავნილს შეურაცხმყოფელს უწოდებს, იენს სტოლტენბერგი კი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და მოსკოვს მოუწოდებს, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარი თავად გაიყვანოს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.