REGGAEON - TI AMO

06/25/2014
REGGAEON-ის მიერ

#REGGAEON #TIAMO #ტიამო
This is the official YouTube channel group REGGAEON. Enjoy the new content and let Us know what you think! Feel free to like and share the video with your friends. Subscribe to the official \"REGGAEON\" channel to learn more about new interesting content.

Music By: Lasha Nozadze
Poetry: Zura Salukvadze
Filming and Editing by: Irakli Metreveli. Levan Meliqidze. Beka Farjiani
----------------------------
(C) (P) GMI Rights Management
----------------------------
▶ Official site: https://www.reggaeon.com
▶ Facebook -   / groupreggaeon  
▶ YouTube -    / reggaeon  
▶ Instagram -   / reggaeon_official  
▶ Soundcloud -   / reggaeonofficial  
▶ Spotify - https://open.spotify.com/artist/6KbR0...
----------------------------
ალბომის შეძენა შეგიძლიათ საიტზე: https://reggaeon.bandcamp.com/album/a...
Album can be purchased at: https://reggaeon.bandcamp.com/album/a...

REGGAEON – TI AMO
ტექსტი: ზურა სალუქვაძე

სიყვარულს სიტყვით ვერ ახსნი
მას მოქმედება სჭირდება
უსიყვარულოდ სიცოცხლე
ხომ იცი გაგვიჭირდება
გული თუ გიგრძნობს შენც უთხარი
ჩვენ ამისთვის ვართ შექმნილი
რა ადვილია რომ ვიყოთ
მომღიმარი და კეთილი
ეს გრძნობა ცოცხლობს გაცემით
უფალი გვითხრობს ამაზე
უსიყვარულოდ თურმე მზეც
არ სუფევს ცის კამარაზე
სიყვარულს სიტყვით შენ ვერ ახსნი
მას მოქმედება სჭირდება
უსიყვარულოდ სიცოცხლე
აბა ვის რაში სჭირდება

მისამღერი:
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t’aime, Je t’aime - გამსგავსებ ედემს, ედემს
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t’aime, Je t’aime - ედემს, ედემს
Te quiero, Te quiero - მინდა სამყაროს შენზე ვუმღერო
Te quiero

შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე
უაზროდ დავთვერი ფიქრები ვამღერე
გულში რაც მქონდა ღვინით დავამღერე
ყელში მაქვს ცრემლი თვალებში სევდა
თურმე ამ გრძნობას დარდიც თან სდევდა
მე არ მეშვება იმ დროის ლანდი
შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი
თვალებში სითბო და სინაზე გეხატა
ასე დღე გხატავდი და ვერ დამეხატა
შენი თვალები და შენი ღიმილი
სიცოცხლის ფიქრში რომ გადამეხატა
იმ დღეს ქარიც კი საოცრად ჰქროდა
გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა
თეთრად ნათობდა იმ ღამეს მთვარე
უშენოდ ვერ ვძლებ, მომკალი ბარემ!

მისამღერი:
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t’aime, Je t’aime - გამსგავსებ ედემს, ედემს
Te Amo, Te Amo - სიყვარულზე მინდა გიამბო
Je t’aime, Je t’aime - ედემს, ედემს
Te quiero, Te quiero - მინდა სამყაროს შენზე ვუმღერო
Te quiero