გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია...

11/16/2012
odishitv-ის მიერ

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა ყულევის ტერმინალში.

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა ყულევის ტერმინალში. ისინი შპს გლობალ „ოილთან\" გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს არ ეთანხმებიან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის სარკინიგზო ნავთობმცლელი ესტაკატა იჯარით გადაეცა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ იძულებით უხდებათ სამთვიანი ახალი ხელშკრულების გაფორმება. შიშობენ, რომ ახალი კონტრაქტორი კომპანია ვადის ამოწურვის შემდეგ მათთან თანამშრომლობას აღარ განაგრძობს და უსამსახუროდ დარჩებიან. აქციის მონაწილეებმა ძველ ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შენარჩუნება მოითხოვეს.

მათ ასევე ტერმინალიდან დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება სურთ. ისინი აცხადებენ, რომ მიუხედავად რამდენიმე მათგანის ძველ პოზიციებზე დაბრუნებისა, დანარჩენების დაბრუნებაც ტერმინალთან შეკრებილების ერთ--ერთი მოთხოვნაა.

აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, ილია ვერდაძე. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად ტერმინალის თანამშრომლები ვეღარ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რომლითაც ისინი ძველი შეთანხმების საფუძველზე სარგებლობდნენ.

დღესვე ტერმინალის თანამშრომლებმა კომპნიის ადმინისტრაციას წერილობითაც მიმართეს. მოთხოვნების დაუკმაყოფლებლობის შემთხვევაში ამბობენ, რომ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/