დიდ დიღომში დახურეს რძისა და ხორცპროდუქტების უკანონო საწარმო
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია მღრნელები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, წარმოებული სურსათი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით. პროდუქციის ნაწილი იყო ეტიკეტირებული და მისი იდენტიფიცირება მომხმარებელს შეუძლია ზემოთ მოცემული მისამართითა და საწარმოს დასახელებით. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
დიდ დიღომში უკვე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდ დიღომში ხანძრის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
TV IMEDI
დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულები საბურთალოს სასაფლაოზე დაკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია დიდ დიღომში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
TV IMEDI
ექსპერტები შემთხვევის ადგილას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდ დიღომში ძლიერი წვიმაა – მანქანების ნაწილი წყლითაა დაფარუ...
Metronome მეტრონომი
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმე
TV IMEDI