შს მინისტრმა კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

11.04.2016 05:33

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მონაწილეობდნენ. კაფსულაში მათ სიმბოლურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მედალიონები მოათავსეს. როგორც გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში იწყება ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო იწყებს სასაზღვრო პოლიციის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების პროცესში, რაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროექტის ფარგლებში, დღეს საფუძველი ჩაეყრება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/uLFoJt

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრმა კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
05:33

შს მინისტრმა კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ
02:24

შსს-ს სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა
00:51

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
00:46

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
06:23

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

TV IMEDI

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან  ერთად \"112”-ში სამუშაო შეხვედრა გამართა
01:50

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად "112”-ში სამუშაო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
00:35

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო