Beqa Kundalini _ iS Vinc

26.11.2014

/ 887141251358339   _____________________ Director _ Saba shengelia ის ვინც შენში სუნთქვას აგრძელებს ის ვინც ძილში იღვიძებს ღამით ის ვინც ბოლოსთვის ინახავს სათქმელს ის ვინც არასდროს აქ არ არის ის ვინც არავის ჩამოიტოვებს ის ვინც აფრთხილებს წვიმას,ამინდს ის ვინც ჩვენში აერთებს მორევს მომავალს წარსულში გადატანილს, ის ვინც ბარში ათენებს ღამეს რადგან არსად არააქვს სახლი ის ვინც არასდროს ამტვრევს კარებს გააღებს და მშვიდად გადის, ის ვინც ზემოდან მოწვეთავს ჩუმად თითქოს არ არსებობდეს სიტყვა ღირსი ვინც შუა ზღვაში აუღელვებლად ცურავს რადგან ... ვეღარსად მიდის. ის ვინც სწორედ მაშინ გაძლევს იმედს როცა დაღლილი ეცემი ჩიხში ის ვინც ყოველთვის სიმშვიდით გიმზერს რადგან ადგები მაინც იცის ის ვინც არავის წინააღმდეგ იბრძვის და არასდროს არავის ირჩევს ის ვინც მხოლოდ შენთვისღა იცდის როგორც გზა ... შორეული მთისკენ

გაზიარება: