Globalize-ის ევროპის კონფერენცია პარიზში

11 ივნისს, პარიზის დროით 10 საათზე გლობალაიზმა ევროპის კონფერენციას უმასპინძლა, სადაც თავი მოუყარა ევროპაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს და ქართული სტარტაპებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებში სპიკერებმა გამოცდილება გაუზიარეს ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და კონფერენციის მონაწილეებს. პრეზენტატორთა შორის იყო არაერთი წარმატებული პროფესიონალი ქართველი სხვადასხვა დარგში, რომლებიც მზად არიან, თავიანთი გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გააგრძელონ სტარტაპების მხარდასაჭერად. საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ჯგუფების წინაშე 12 ქართული სტარტაპი წარდგა. Globalize‐მა ანალოგიური კონფერენცია აპრილში კალიფორნიაში, სილიკონ ველიზეც გამართა, გლობალაიზის გუნდი მზადაა, მიმდნარე წლის ბოლომდე, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციების სერია გაგრძელოს და ქართული სტარტაპები კიდევ უფრო მეტ ინვესტორს დააკავშიროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სტუმარი: ნანა დიხამინჯია - "ალტე უნივერსიტეტი", ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი; "Globalize კალიფორნიის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

მსგავსი ვიდეოები