"კარგი გოგოა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიწონებ..."

01/19/2024
მძიმე კაცი-ის მიერ

Instagram:   / strugler_73  
იცი კიდე რა მიკვირს? გოგოები რომ ქრაშავთ ბიჭებს, რომლებიც არიან სოციოპატები, მკვლელები, ისეთები ვინც გოგოებს აუპატიურებს, მოძალადეები, პედოფილები და ყველაფერი ცუდი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ უჭერთ ეგეთ ბიჭებს მხარს რომ ფიზიკურად ლამაზები არიან და მერე კიდე იმას გაუძახით, რომ \"არა, მე მხოლოდ მათ სულიერებას ვუყურებ\" კარგი რა. 2-3 წლისწინ რომ ტიკტოკზე ვიღაც შავმასკიანი თინეიჯერი ბიჭი იყო, რომელმაც დედა და შვილი მოკლა მანქანით შეჯახებისას, რამდენი გოგო ირეოდა მაგაზე კომენტარებში თუ გახსოვთ? რამდენი გოგო წერდა \"ვაიმე რა ლამაზი თვალები აქვს, ვაიმე რა ლამაზი ბიჭია!!! ციხეში არ ჩასვათ!\"

გადახედე ნებისმიერ საუნდს, სადაც ლამაზი გოგოები დადიან საცვლებით და რამდენი ბიჭი ირევა იმაზე, თუ როგორი კარგი სხეულები აქვთ და რას უზამდნენ მათ სხეულებს. გადახედე ბიჭების ვიდეოებს საცვლებით, რომლებსაც კარგი სხეული აქვს ტიკტოკზე და ნახავ რაებს წერენ გოგოები, რომლებიც მერე ჩემს კომენტარებში იმას ამბობენ რომ ფიზიკურობას არ აფასებენ. თუ ფიზიკურობას ეგეთი გოგოები და ბიჭები არ აფასებთ, მაშინ რა გინდათ როცა მსგავს გოგოებს ან ბიჭებს უბრალოდ უცქერით კიდეც? კომენტარის დაწერაზე და იმაზე თუ რას გაუკეთებდით არაფერს ვამბობ.

როცა გამოდიან ბიჭები და ამბობენ \"მე ამდა ამ წონის გოგოს არ შევიყვარებ. მე დიდი მკერდის და საჯდომის გარეშე გოგოს არ შევიყვარებ\" მერე კიდე გოგოები \"მე მეტრა 1,90 ბიჭებს მხოლოდ მეგობრებათ ვთვლი, მე არავის არ ვუყურებ შეყვარებულად თუ 6 კუბიკი არ აქვთ\" მოდიან ჩემს კომენტარებში ეგეთები და ამბობენ რომ თურმე ფიზიკურად არავის არ აფესებენ. მეტი თქვენ რა გითხარით. მაგიტომაც ხართ ეგეთი აზროვნების.