დედობა: სირთულეები და გამოწვევები

01/11/2023

დედობასა და ზრუნვის შრომაზე ბევრი არ საუბრობს. არავინ საუბრობს იმაზე, თუ რამხელა შრომის გაწევა უწევთ დედებს, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყნებში, როცა თითქმის ყველა სოციალური ინსტიტუტი მორღვეულია ან ცუდად მუშაობს.

დედობა მნიშვნელოვანი პროცესია სოციალურადაც და პოლიტიკურადაც, თუმცა დღეს დედებს ბრძოლა უწევთ იმ გარემოსთვის, სადაც ცხოვრობენ, მინიმალური საჭიროებებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ბრძოლა უწევთ ტრანსპორტით გადაადგილებისთვისაც კი ურბანულ ცენტრებში, ბრძოლა უწევთ შვილების განათლებისთვის.

დედობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, მაგრამ მასობრივი უთანასწორობის ფონზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბაზისურ საჭიროებებზე ზრუნვა სულ უფრო წინააღმდეგობრივი და კომპლექსურია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ თემაზე საჯაროდ და ერთმანეთში საუბარი.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli.ge  
Instagram:   / mautskebeli.  .
Twitter:   / mautskebeli  
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან