სახლში გაკეთებული ჩიზქეიქი | Let's make Cheesecake
ამ ვიდეოში მოვამზადებთ ნიუ-იორკ ჩიზქეიქს, მარტივი რეცეპტით. დაგჭირდებათ: 400 გრამი კრემ-ყველი, 120 გრამი შაქარი, 120 გრამი ნაღები, 200 გრამი არაჟანი, 60 გრამი კარაქი, 120 გრამი ორცხობილა, ¼ ლიმონი, 1ც ვანილი, 2ც კვერცხი. კრემ-ყველს დავუმატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი და არაჟანი. როგორც კი კრემი შეთხელდება დავუმატოთ ნაღები და ისევ კარგად ავურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. დავაბლენდეროთ ორცხობილა, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, კარგად ავურიოთ და ფორმის ზედაპირზე გავაბრტყელოთ. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე გამოსაცხობად. 30 წუთის შემდეგ, დავუწიოთ სიმხურვალეს 150 გრადუსზე და კიდევ დაველოდოთ 30 წუთი. გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ ჩიზქეიქი ღუმელში 30 წუთით. გამოვიღოთ, გავაგრილოთ, მოვრთოთ გემოვნებით და შევდგათ მაცივარში 6 საათის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით! ----- მეტი ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს! ეწვიეთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს: http://bit.ly/arroyofb გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამი: @arroyoproduction არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ზარის ღილაკზე დაჭერა, მეტი სიახლის გასაგებად!
მსგავსი ვიდეოები
სახლში გაკეთებული დორიტოსი
nick food tv
შაურმა სახლში გაკეთებული....Shaurma is currently at home
nick food tv
ნუგა სახლში გაკეთებული
nick food tv
საზამთროს ლიმონათი და ატმის ცივი ჩაი
მაგნიტი • Magniti
სახლში მომზადებული ფენოვანი ხაჭაპური | Food Cloud
Food Cloud
როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი სახლში? | Food Cloud
Food Cloud
ლილე ამზადებს ფერად პლასტელინს, ძერწავს გოჭ პეპას და სწავლობ...
GiNa Family
ტრადიციული იტალიური კარბონარა
Food Cloud