როგორ ვიმოგზაუროთ ავტომობილით ევროპისკენ? რჩევები და გამოცდილება

06/13/2022
Marketer-ის მიერ

Tbilisicannes - ეს მარკეტერის პროექტია, რომელიც თბილისიდან კანამდე (საფრანგეთი) ავტომობილით მოგზაურობას გულისხმობს.

#tbilisicannes #მოგზაურობა #mogzauroba #მარკეტერი

რას ნახავთ ვიდეოში: ____________________________________________

0:00 - ინტრო
1:15 - რა საბუთები გვჭირდება ევროპისკენ ავტომობილით სამოგზაუროდ
8:07 - რა ხდება გზებზე თურქეთში
17:09 - რა ხდება გზებზე ბულგარეთში
21:00 - ჩრდილოეთ მაკედონია
22:56 - როგორ გავართოთ ბავშვები დიდ მოგზაურობაში?
26:00 - მოკლე შეჯამება


პროექტის ისტორია:_________________________________________________

გადავწყვიტეთ პანდემიის შემდეგ დიდი ევროპული მოგზაურობა დაგვეგემა, რომელიც მოიცავს როგორც დასვენებას ასევე საქმიან შეხვედრებს.

პირველი რაც გავიფიქრეთ იყო რომ ფრენის ბილეთები დაგვჭირდებოდა, მაგრამ თან ვფიქრობდი ალბათ რამხელა გამბედაობაა რომ საქართველოდან ევროპაში წახვიდე მანქანით?

თავიდან ეს იდეა დაუჯერებელი ჩანდა, არადა ავტომობილები ხომ ამისთვისაა? გზები ხომ ამიტომ გვაკავშირებს დანარჩენს სამყაროსთან.

პროექტის მხარდამჭერია პორშე თბილისის ცენტრი, სწორედ მათ დაიჯერეს რომ ჩვენი იდეა განხორციელებადია.

ამ ვიდეოს გამოქვეყნების დროს ხორვატიაში ვართ, მთელი გზა და მოგზაურობა იმდენად საინტერესო და დასამახსოვრებელი მომენტებითაა სავსე გვინდა მსგავსი მოგზაურობა კიდევ ბევრმა ადამიანმა გამოცადოს. ასეთ დროს ყველაზე ხშირად გვაკავებს ინფორმაციის არ ქონა, თუ რა საბუთები გვჭირდება? რა ხდება გზებზე? სწორედ ამ კითხვებს ვპასუხობთ ამ ვიდეოში. თუ რამე გამოგვრჩა გვკითხეთ.

ბულგარეთში ელექტრონული ბილეთის საყიდლად:
https://bg-vignette.com/en/

სოფოს ინსტაგრამი:
  / sopomuseridze  

#მოგზაურობა #ავტომოგზაურობა #მარკეტერი

ვიდეოები „Marketer"-ისგან