ნინი ბადურაშვილის ახალი ვიდეო-რგოლის პრემიერა მუზიქ ბოქსის ეთერში შედგა

17.07.2018 02:57

მისი პირველი ვიდეო რგოლი 7 წლის ასაკში 1992 წელს გამოვიდა, სიმღერაზე „ნანა, ჩემო ბაია“. უკვე ათეულობით წლებია, რაც აქტუალობას არ კარგავს, მსმენელს ყოველთვის ახალ-ახალი სიმღერებით და ვიდეო რგოლებით ანებივრებს. საუბარი მომღერალ ნინი ბადურაშვილზე მაქვს, რომელიც მაყურებელს ქართულ შოუბიზნესში 90-იანი წლებიდან ახსოვს. ბუნებრივია, არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და მან უკვე ჩაწერა ახალი სიმღერა, რაზეც ვიდეო-რგოლიც გადაიღო. სიმღერის სახელია „გულს“, ტექსტის ავტორი თემო საჯაია გახლავთ, არანჟიორება კი ბორი კოშხიანს ეკუთვნის, ხოლო სიმღერა, რომელიც ნინის უკუთვნის, „ბრავო რეკორდსში“ ჩაიწერა. ვიდეო-რგოლის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი გახლავთ. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები

გაზიარება: