რა არის ფინანსური პირამიდა?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური პირამიდის თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიმუშავა. რა არის ფინანსური პირამიდა? ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებისგან იზიდავს თანხას და მათ სანაცვლოდ სთავაზობს სარგებელს, რომელიც როგორც წესი, ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს გაცილებით აღემატება. ფინანსური პირამიდა მისივე წევრებისგან მოზიდულ სახსრებს, როგორც წესი, მომგებიან ბიზნეს საქმიანობებში კი არ აბანდებს, არამედ ეს თანხა სხვა წევრებისთვის სარგებლის გადასახდელად მიემართება. ამდენად, მომხმარებლისთვის დაპირებული სარგებლის გადახდის ერთადერთი წყარო ახალი და/ან არსებული წევრებისგან დამატებითი სახსრების მოზიდვაა. 00:00 - რა არის ფინანსური პირამიდა? 00:50 - ფინანსური პირამიდის სქემის მიზანი; 00:57 - როგორ მუშაობს ფინანსური პირამიდა? 02:14 - როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა? 02:55 - გამოიჩინეთ სიფრთხილე; გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. #ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

მსგავსი ვიდეოები