შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

30.11.2014 00:45

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ ი. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის I მ/რ-ში, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გურამ ი. რამდენიმე დღეში წალკაში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა
00:34

შსს-მ ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგრელოში 1 პირი დააკავა
00:39

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით სამეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:49

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

PIA FUN

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:30

შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვის, ტარების და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერ
00:45

შსს მ იარაღის უკანონო შეძენა შენახვის, ტარების და პოლიციელის...

Civil Press სამოქალაქო პრესა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:33

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით...

PalitraNews

შსს მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:55

შსს მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით...

Civil Press

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო  შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
00:32

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდები...

Civil Press

ყველა ვიდეო