\"ცოტნე დადიანის დარბაზის\" საზეიმო სხდომა 18 ივლისს დადიანების სასახლეში გაიმართა.შეხვედრა დარბაზის თავმჯდომარემ კონსტანტინე კაკავამ გახსნა და პუბლიკას ერთწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო. სხდომას რომელიც სიმბოლურად დადიანების ეზოში ჩატარდა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ცენტრალური ბიბლიოთეკის, ზუგდიდის მუზეუმისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც დარბაზელებს მომავალშიც თანადგომასა და მხარდაჭერას შეპირდნენ. შეხვედრას აგრეთვე \"დარბაზის\" დიდი გულშემტკივარი და მეგობარი, ტელე რადიო კომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქობალია და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზი მალხაზ ჭანტურია ესწრებოდნენ..\"ცოტნე დადიანის დარბაზის\" თავმჯდომარემ კონსტანტინე კაკავამ მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და განსაკუთრებული მადლობა მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ლილი ბერაიას გადაუხადა.
\"დარბაზის\" წარმომადგენლებმა თავიდანვე ისაუბრეს ჩარატებულ ღონისძიებებზე და აუდიტორიას მომავალი გეგმებიც გააცნეს. სექტემბრიდან მალე ცოტნე დადიანის დარბაზი თბილისშიც გააგრძელებს მოღვაწეობას.. თუმცა დარბაზის პირველმა ტავმჯდომარემ ჩვენტან საუბარში განაცხადა, რომ ზუგდიდი დარბაზის სატახტო ქალაქად დარჩება.
გარდა ადგილობრივი სტუმრებისა ცოტნე დადიანის დარბაზის სხდომას საბერძნეტის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი და ქართული ვიკიპედის მთავარი ხელმძღვანელი ესწრებოდა.
ცოტნე დადიანის დარბაზი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით 2011 წლის 12 აგვისტოს დაფუძნდა. საზეიმო სხდომა დარბაზის ერთ-ერთმა წვრმა, ახალგაზრდა და ნიჭიერმა შემოქმედმა გიორგი გობეჩიამ საკუთარი ლექსით დახურა, ლექსი სიმბოლურად საქათველოს, ქართულ ზნეობას, პატრიოტიზმსა და კულტურას ეხება, რაც თითოეული დარბაზელისთვის მნიშვნელოვანია.ცოტნე დადიანის დარბაზი 12 აგვისტოს, დაარსების ერთი წლის იუბილეზე გრანდიოზული ღონისძიების მოწყობას გეგმავს.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/