ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

2 თვის წინ

როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები - ამ თემაზე მსჯელობისთვის სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ამჯერად ქუთაისში ჩავიდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე ევროპელი პარტნიორებისგან ისევ უარს მიიღებს. მათივე თქმით, გამოსავალი დიდი ერთობის შექმნაშია, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან