უშვილობა განაჩენი არ არის !


/ chachavareproduqciuli  
Phone: ცხელი ხაზი: 295 33 11 შიდა ნომრები: რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი 108
Email: [email protected]
Website: http://chachava.ge
უშვილობა განაჩენი არ არის !
უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია და თურქეთიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ემბრიოლოგი და რეპროდუქტოლოგი 30 წლიანი გამოცდილებით.
ცენტრში დანერგილია უშვილობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი თუ ტექნოლოგია და ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველაზე მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენ არ ვერიდებით რთული შემთხვევების მართვას. ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ყველაზე თანამედროვე ლაბორატორია გვაძლევს საშუალებას გვქონდეს წარმატების მაღალი კოეფიციენტი!
ჩვენი სერვისები მთლიანად პაციენტზეა ორიენტირებული, რაც არა მხოლოდ მკურნალობის დადებით შედეგს, არამედ თავად პროცესის კომფორტულობას უზრუნველყოფს.
ჩვენ შევქმენით კეთილგანწყობილი გარემო სადაც თითოეული პაციენტი აცნობიერებს, რომ აქ არა მხოლოდ მკურნალობენ, არამედ ზრუნავენ მასზე!

ჩვენი ცენტრი დაეხმარება პრაქტიკულად ყველა წყვილს , კლიმაქტერიულ პერიოდშიც კი , იყოლიოს და აღზარდოს ნატვრად ქცეული პატარა.
რატომ ჩაჩავას კლინიკა
საუკეთესო პაციენტი ინფორმირებული პაციენტია--გულისხმიერი მედპერსონალი მუდმივად მზად არის უპასუხოს პაციენტის ყველა შეკითხვას, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას და განიხილოს უშვილობის მკურნალობის ყველა ეტაპი, რაც პაციენტების მხრიდან მნიშვნელოვნად ზრდის ნდობის ხარისხს. სწორედ ასეთი, ღია ურთიერთობების პირობებში პაციენტი ჩვენი ერთიანი გუნდის წევრი ხდება.

ვიდეოები „უშვილობა განაჩენი არ არის"-ისგან