მეფე-დედოფალს შორის, სამ ავტომობილზე სასამართლო დავა, 17 აპრილს განახლდება

04/12/2019
Maestro Television-ის მიერ

დავით ბაგრატიონ-მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო 17 აპრილს იმსჯელებს. მხარეებს შორის სადავოა სამი ავტომობილი, რომელიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი.ვერავინ ნახავს როგორ ადის დავითი შსს-ს კიბეებზე - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ისევ ადასტურებს, რომ მისი დაცვისქვეშმყოფი საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას არ აპირებს. რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო გადაწყვეტილებას დავის შეჩერებასთან დაკავშირებით- ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ სასამართლომ იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის განცხადებით კი , სასამართლოს საქმიანობაში მოხდა უხეში ჩარევა, თუმცა ვისი მხრიდან, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს.მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და უარის შემთხვევაში სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან