ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია​ გადაცემაში „იმედი LIVE“

20.07.2022 14:38

▪️„დეპოლარიზაცია ლექსიკონის დახვეწით უნდა დავიწყოთ - პირველ ეტაპზე, საზოგადოებამ პოლიტიკოსებს ასეთი დავალება უნდა მისცეს: დასაწყისისთვის, ცოტა მოუფრთხილდნენ სიტყვა „ღალატის“ ასე ხშირად ხმარებას“ ▪️„ჩვენი საზოგადოება ცოტა უნდა დამშვიდდეს, უნდა გაიხსენოს, რომ ჩვენ ერთმანენთი გვიყვარს, ეს ჩვენი ტრადიციაა, ჩვენ ასე გვიცხოვრია ამ წუთისოფელში, ასე მოვდივართ - არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთს ნერვები დავაწყვიტოთ“ ▪️„საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე, უსაფრთხოება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის“ ▪️„ახლა საზოგადოების უპირველესი დაკვეთა 12 პუნქტის შესრულებაა - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი მომავალი ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთანაა დაკავშირებული“ ▪️რადიკალურ ოპოზიციაზე: სრულიად გაუგებარ იდეებს გვთავაზობენ, ამბობენ: „მოდი, ეს ხელისუფლება გავუშვათ, საყოველთაო თანხმობაზე დაფუძნებული მთავრობა შევქმნათ“... პირველი კითხვა ასეთია: სად არის ეს თანხმობა, ვინ ვის უთანხმდება? შენ წადი, გადაშენდი და მე მოვალ - ეს არის კაპიტულაცია ▪️„ოპოზიციას ხელისუფლებამ შესთავაზა გარკვეული წინადადებები, ოპოზიციის ნაწილი ამას შეუერთდა, ნაწილი - არა“ ▪️„ქართულმა პოლიტიკურმა კულტურამ უნდა დაამკვიდროს დამარცხების კულტურა - ყველა ვერ გაიმარჯვებს, პოლიტიკა ისეთი ამბავია, რომ ყველა ერთად სიამოვნებას ვერ იღებს ამ საქმიდან, ვიღაც გამარჯვებულია, ვიღაც - დამარცხებული“ ▪️ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია​ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო