“განათლება - გზა თავისუფლებისკენ"

03/07/2019
Ajara TV-ის მიერ

ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდა და განათლების სფეროს სწრაფი განვითარება -  პრემიერის თქმით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იქნება, რომლებისთვისაც განათლება არის პრიორიტეტი, მაგალითისთვის ასახელებს ფინეთს, ნორვეგიას, დანიასა და სინგაპურს. ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი განათლება გახდება, აანონსებს ამ სფეროში დაფინანსების ყოველწლიურ ზრდას, რაც მაქსიმუმს 2022 წლისთვის მიაღწევს და კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცევა. ასევე,  ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ხელობებს პროფესიულ სასწავლებლებში დაეუფლებიან, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში. პრემიერის განმარტებით, ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებს. ინიციატივას არარეალურს უწოდებენ ოპოზიციაში, პედაგოგები კი რისკებზე საუბრობენ. 

--
http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382

ვიდეოები „Ajara TV"-ისგან