მთვარის დაბნელება - ავად (mtvaris dabneleba)

07/09/2019
Giorgi Spanderashvili-ის მიერ

https://open.spotify.com/artist/44IU0...

https://www.facebook.com/mtvarisdabne...

ავად
თავს გრძნობ ძალიან ავად
სიკვდილისაკენ ლაღად
შენ მიაბიჯებ ფეხს

საღად
აზროვნებ გთხოვენ კარგად
იყავი მაგრამ მარად
ხარ სხვისთვის დაკარგული

და ელოდები როდისღა ჩავა მზე
როდისღა გათენდება ის ნანატრი დღე
დამშვიდობების დღე

მესმის
შენი ტკივილის მესმის
კაცობრიობის გესლით
ხარ შენ მოწამლული

გარეთ
ყველაფერს აღიქვამ მდარედ
სიცილს ვეღარ იკავებ
ყველგან დაიგვიანე

შენ ელოდები როდის ჩაქრება მზე
როდისღა უნდა გაწყდეს ეს დაწყევლილი წრე
მინდოდა შენთვის მეთქვა რომ კვლავ შენთან ვარ მე
უბრალოდ მინდა გითხრა რომ მეც მწყურია ეს
დამშვიდობების დღე

ვიდეოები „Giorgi Spanderashvili"-ისგან