"კარმენის" ახალი ვერსია ოპერაში

10.04.2017 03:37

კარმენის პარტიას ანიტა რაჭველიშვილის გარდა, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე და ნანა ძიძიგური შეასრულებენ. 20, 21, 27 აპრილს და 4 მაისს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი წარმოგიდგენთ ჟორჟ ბიზეს „კარმენს“, რეჟისორ ლევან წულაძის დებიუტს საოპერო ჟანრში. არ გამოტოვოთ „კარმენის“ ახალი ვერსია: თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალი თავისუფლების კუნძულზე; ჰაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში; მიამიტი ჯარისკაცის სულისშემძვრელ დრამად ქცეული კომიკური ოპერა და ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი მუსიკა... #კარმენი #კარმენიოპერაში #carmen

გაზიარება: