თეატრი

04/28/2014
Ramin Gogokhia-ის მიერ

დე ფაქტო სასაზღვრო სოფელ ფახულანის N2 საბაზო სკოლაში ხელოვნების საქველმოქმედო საკვირაო სკოლის მორიგ მეცადინეობაზე საუბარი იყო თეატრალურ ხელოვნებაზე, კერძოდ, დრამატულ თეატრზე. ყურადღება გამახვილდა დრამატული სპექტაკლის რაობაზე, მის სინთეზურ ხასიათზე, მსახიობზე, რეჟისორზე, განმარტებულ იქნა კათარზისის ცნება, ითქვა თეატრის აღმზრდელობით ფუნქციაზე, მოზარდებს ვესაუბრეთ ვერიკო ანჯაფარიძის ხელოვნებაზე. დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლი „შთამომავლობა\" (8:48)