ადვოკატი, სუფთა ხელებით, რომელსაც საქმე არ წაუგია. 2004-ში ირაკლი დოკვაძის სიმართლეც დაამტკიცა!PKTV

01/21/2019
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
გადაცემა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში გავიდა 16.12.2018წ.
ადვოკატი, სუფთა ხელებით, რომელსაც საქმე არ წაუგია. 2004-ში ირაკლი დოკვაძის სიმართლეც დაამტკიცა, პოლიტპატიმრის სტატუსიც დაუმტკიცა მას და დოკვაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხშიც გაიმარჯვა!
იურისტი, ადვოკატი, უფლებადამცველი, სამართალმცოდნე, ტელეწამყვანი ქეთევან ბექაური საზოგადოებისთვის მაინც უბრალოდ, ადვოკატ ქეთი ბექაურადაა ცნობილი. ჯერ კიდევ პატარა გოგონამ საადვოკატო კარიერა საკმაოდ სკანდალური საქმეები დიდი ხმაურით დაიწყო. სულ პატარა , ახალბედა ადვოკატს ბედმა თავის პროფესიულ საქმიანობაში ისეთი მძიმე საქმეებით დაწყება \"უბრძანა\", როგორიცაა: ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმეები: ზურაბ ბარძიმაშვილის, ზაზა წიკლაურის, თუმცა, ამ უკანასკნელის საქმე , პატიმრისვე თხოვნით, დატოვა... რატომ? ამ ფაქტზე თავად ქეთი ბექაური ჩვენს გადაცემაში, რუბრიკით: \"სუფთა სინდისითა და ხელებით\", გვიყვება...
ქეთი ბექაური გახლდათ საკმაოდ გახმაურებული საქმეების ადვოკატი: პოლიტპატიმრების: ცოტნე გამსახურდიას, არქანიას, ირაკლი დოკვაძის და სხვათა ინტერესების დამცველი. თუნდაც , დღეს ისევ უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი დოკვაძის საქმე რომ ავიღოთ: ქეთი ბექაური 2004 წელს იცავდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი დოკვაძეს და ამ უკანასკნელსთვის ზიანის ანაზღაურების საკითხშიც მოიგო პროცესი.
მოკლედ, უყურეთ ტელეკომპანია PKTV -ის გადაცემას, რუბრიკით: \"სუფთა სინდისითა და ხელებით\", სადაც ქეთევან ბექაური ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება. არის ექსკლუზივებიც PKTV -ისთვის.
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი
სტუმარი: იურისტი, უფლებადამცველი ქეთევან ბექაური
გადაცემაზე მუშაობდნენ: ზურაბ თბილელი
თამარ ლაშხი
კონსტანტინე ფორჩხიძე
გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43;
592 777 311 (ცხელი ხაზი),
FB: PKTV, keti sesiashvili, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების სამსახური; ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.
ასევე ელ-ფოსტაზე: [email protected]
● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან