რადიოს საერთაშორისო დღე - ლიდერი რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" მუსიკალური წამყვანები რადიოს მნიშვნელობაზე
02/13/2019
Music Box-ის
მიერ
1921 წლის ნოემბერი იყო, როცა ამერიკულ შეერთებულ შტატებში კერძოდ პიტსბურგში ფმ სივრცე შეიქმნა და რადიო ბაზარი შეიქმნა. უკვე 1925 წლის 23 მაისს კი საქართველოში რეგულარული მაუწყებლობა ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის ბაზაზე. ეს კი დღეში 1-2 საათამდე მუშაობდა. თუმცა დღეს რადიო ადამიანების განუყოფელი ნაწილი გახდა და მიუხედავად ციფრული სამყაროსი რადიომ აქტუალობა არ დაკარგა. ამას კი ის ფაქტიც მოწმობს, რომ რადიოს საერთაშორისო დღე 13 თებერვალს აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. ეს თარიღი კი იმიტომ, რომ 1946 წლის სწორედ თებერვლის 13 რიცხვში გაეროს რადიო შეიქმნა. მსოფლიო მასშტაბით 44 000 ამდე რადიო არსებობს, საქართველოში კი დაახლოებით 40-ამდე. ლიდერ პოზიციებს კი სწორედ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოსადგურები იკავებენ, რომელთა მუსიკალური წამყვანები და არა მხოლოდ რადიოს მნიშვნელობაზე საუბრობენ.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები