მსოფლიო დრამატურგიის ელექტრონული ბიბლიოთეკა

10.11.2020 03:07

ქართველი და უცხოელი დრამატურგების პიესების გაცნობა უკვე ელექტრონულადაც არის შესაძლებელი. ელექტრონულ ბიბლიოთეკას ახალი მიმართულება დაემატა. სპეციალურ ვებ გვერდზე თეატრებისა და მუზეუმების არქივებში დაცული ცნობილი პიესების ციფრული ვერსიები აიტვირთა. ელექტრონული პლატფორმის შექმნის საჭიროება პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ქართველი და უცხოელი ავტორების ნამუშევრები, მათ შორის აქამდე უცნობი პიესები, ყველა დაინტერესებული პირისთვის ონლაინ უკვე ხელმისაწვდომია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: