სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ 1 მილიონი ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყო
03/20/2020
telekompania gurjaani-ის
მიერ
Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები:კროკობეთი აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, და ბეთლაივი ) მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება გამოეყოთ ჯამში 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს საქართველოში კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნული თანხა მიემართება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შექმნილია სპეციალური ვებგვერდი: https://stopcov.ge/, სადაც უწყვეტად თავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.