ომის 90-ე დღე უკრაინაში

სამი თვე უკრაინაში ომის დაწყებიდან. განსაკუთრებულად რთული მდგომარეობა კვლავ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. სევეროდონეცკის დაბომბვის შედეგად, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. პარალელურად, საოკუპაციო ძალები ქალაქ ლიმანის შტურმით აღებას ცდილობენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში მოწინააღმდეგის 16 შეტევა მოიგერიეს. მათვე ცნობით, იზრდება ბელარუსის მხრიდან სარაკეტო და საავიაციო დარტყმების საფრთხე. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობა იტყობინება, რომ საოკუპაციო ძალები უკრაინის საზღვრებთან ავიაციას აძლიერებენ. მიკოლაევის ოლქში კი აღმოჩენილია რამდენიმე სამოქალაქო ავტომობილი, სადაც ცხედრები იპოვეს. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათ ევაკუაციის მცდელობის დროს გაუხსნეს ცეცხლი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები