ჟივენშის აკრძალული არომატი “ვულე ვუს” მაღაზიათა ქსელების დახლებზე

21.09.2018 05:26

მაშინ, როდესაც მოდის სახლები სრულყოფილ ვიზუალურ მხარეს ქმნიდნენ ჟივენშის მოდისადმი მიდგომაში იყო რაღაც კლასიკური და გაბედული. ის რადიკალურ ნაბიჯებს დგამდა, რაც ქალბატონებს გარკვეულ თავისუფლებას აძლევდა. ავანგარდისტული სულისკვეთებით დაჯილდოებული არისტოკრატი ოდრი ჰეფბერნის ახლო მეგობარი იყო. მსახიობი სწორედ მას ანდობდა თავის გარდერობს. მათმა მეგობრობამ კი ბევრ ქმნილებას ჩაუყარა საფუძველი. მათი კოლაბორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმნილება არომატია, რომელიც ექსკლუზიურად ოდრისთვის შეიქმნა. მას კი თან საინტერესო ისტორია ახლავს. როდესაც უბერ დე ჟივენშიმ ჰეფბერნს ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას ამ არომატის კომერციზაცია, მან უპასუხა: "ჟე ვუ ზანტეღძი" ანუ "მე ამას გიკრძალავ". 1957 წლის პირველი თამამი არომატის შემდეგ კი ახალი უშიშარი, კლასიკური სურნელი "ლინტეღძი" გამოჩნდა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეებისურნელი ლინტეღძი გამოჩნდა.

გაზიარება: