თელოვანის ჯვარპატიოსანიდან მუხრანამდე / From Jvarpatiosani Of Telovani To Mukhrani
თელოვანის ჯვარპატიოსანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ვაზიანთან და ქსოვრისთან ახლოს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა, სამივე დასავლეთის მკლავში, სამხრეთის შსასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ტაძარს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაშთი და ერთი კაპიტელია გადარჩენილი. ეკლესია ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთის აფსიდი შვერილია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდები კი სწორკუთხედშია ჩაწერილი. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო აფსიდალური პასტოფორიუმია. პასტოფორიუმებს შესასვლელი ბემიდან აქვთ. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. ჯვრის ყოველ მკლავში თითო თაღოვანი სარკმელია, თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. გუმბათში ოთხი პატარა, მრგვალი სარკმელია. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, შემორჩენილია მხატვრობის ძალიან მცირე ნაშთები. მხატვრობის ორი ფენაა, ერთი ფენა IX საუკუნით თარიღდება, მეორე კი - X საუკუნით. ფრესკები თბილი კოლორიტით ხასიათდება, გამოყენებულია რუხი, ღია ვარდისფერი, მოწითალო – აგურისფერი, ლურჯი და მუქი წითელი ფერები. საფასადო მორთულობა სადაა. დასავლეთის შესასვლელის არქიტრავი რელიეფითაა შემკული. რელიეფური სიუჟეტი გვხვდება ასევე ჩრდილოეთის შესასვლელის წირთხლში, სადაც გამოსახულია დანიელი ლომების ხაროში, აქვეა ირმები და პალმის ხეები. სამხრეთის ამოშენებული კარის თაღი და დასავლეთის სარკმელი მცენარეული ორნამენტებითაა შემკული. სამხრეთის სარკმელს მინიმალისტური დეკორი აქვს. გუმბათი თაღედითაა დეკორირებული. გუმბათის სარკმლები მორთულია გვირილისებური საპირეებთ. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის და გუმბათისთვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. ტაძარს გალავანი ერტყმის გარს, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით არის აშენებული. #Church #Telovani #Ksovrisi #Mukhrani #MtskhetaMtianeti #Georgia
Lasha Mtvaradze-ის სხვა ვიდეოები
ლენტეხის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია / The Church...
00:58
ჯვრის მონასტერი / Jvari Monastery
02:03
ნინო წმინდას შინი, ფოკა
00:16
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
02:06
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:54
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
00:46
ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია / Church of St....
მსგავსი ვიდეოები
საგზაო სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა
საბურთალოს გამგეობა
დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მ...
Tbilisi Info
თელოვანი-ჭილის ტბა-ნინოწმინდა (კარსანი) /Теловани-озеро Чили...
რევაზ ჟღენტი (revaz2002)
თბილისი, 1100მ ზღვის დონიდან / თელოვანი
CMG GROUP • სიემჯი ჯგუფი
გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირე...
Tbilisi City Hall Presscentre
„ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოში“ გიორგი მაისურაძე
Lucy Kana