ლაშა მარგიანის — ყვითელი დღეები / lasha margianis — kviteli dgheebi

04/24/2020

გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/f91a5y
გამოიწერეთ მეგობრის არხი — http://tiny.cc/inkchz

ლაშა მარგიანის — ყვითელი დღეები / lasha margianis — kviteli dgheebi

წვიმები... ქარები... წვიმები...
ქარები... წვიმები... ქარები...
ცხოვრება მუდმივი წამება,
მუდმივი ტანჯვით და წვალებით.

იელვებს... გაქრება... იელვებს...
გაქრება... იელვებს... გაქრება...
და გრჩება კვლავ სიცარიელე,
სადაც ეს თვალებიც ჩაქრება.

სიკვდილზე ახლოა ზამთარი,
ფიქრობ და კვლავ სიმწრით იღიმი.
უეცრად, ამ წამს რომ დამთავრდე,
უფალი ასეთს თუ მიგიღებს.

ბავშვობა თავის გზით წავიდა,
შენ ახლა სხვა გზაზე ხრიგინებ,
ეცემი... და ისევ თავიდან.
ადგები... და ისევ იგივე.

ბედისგან კარგს ნუღარ მოელი,
რადგან შენც სიცოცხლით გარისკე,
ასაკით ჟულიენ სორელო,
ხელწერით ჟან-მიშელ ბასკია.

ცას ისევ ფსკერიდან აჰყურებ,
შორი ხარ და ვეღარ გიზიდავს,
ეძახი ცოცხლად დამარხულებს
და პასუხს არ ელი მიწიდან.

მიწა ხარ და მიწად იქცევი,
იცი და სულს მაინც ცას აბჯენ,
სისხლი შენც ტვინში ჩაგექცევა,
ან გაგლჯეს ამ გულს და ამ მაჯებს.

გარეთაც ყელამდე ტალახი,
შიგნითაც წუმპეა ყელამდე,
აქ, ვინმეს უყვარდე, არა ღირს.
გიყვარდეს... ჯობია ყველაფერს.

ვიდეოები „ჩემი ცხოვრება"-ისგან