Kosta Sanikidze - Chemtan araxar / ჩემთან არახარ

12/14/2021
Kosta Sanikidze-ის მიერ

ჩემთან არახარ

ჩემთან არახარ და სხვა სუნთქავს შენი თმის სურნელს,
იქნებ მე ვგავარ შენი თავის უაზრო მსურველს,
ან იქნებ სულიც სულ ტყუილად მოება შენსას,
როცა სამყარო ასე უშნოდ მაძალებს თმენას,

ქარები ქრიან, ისევ ისე იშლი დალალებს,
ვინ გეფერება ღმერთო ჩემო როგორ მადარდებს,
ოხ, რა ნისლია, ვეღარაფერს ვპოულობ - ვკვდები,
სიკვდილის ბოლო ამოსუნთქვას თავიდან - ვხვდები,

აფრებს ვშლი კარგო, ზურგის ქარი მეწევა დარდთან,
სირინოზები მიმათრევენ უფსკრულის კართან,
ჩემი ხომალდი ტალღებს აპობს, შტორმთან ნავარდობს,
გძინავს თუ გღვიძავს რა აზრი აქვს მაინც სხვა გათბობს,

რაღა ვიფიქრო, ან ამ გრძნობებს სად დავემალო,
მიდი გასწიე, და აფეთქდი ჩემო მერანო,
იფრინე მშვიდად, მზად იყავი, ჩემს სურნელს იგრძნობ,
ჭექა-ქუხილებს, ღრუბლებიდან როდესაც ვიხმობ,

შემოდგომაა ვიცი კარგო, ღამდება ისევ,
წვიმიან ღამეს შენზე ფიქრში მივყვები მივსდევ,
ვისხამ ალკოჰოლს, და ჩემს თავს ვთხოვ იქნებ დამნებდეს,
შენ კიდევ ტკბილო, ღვთისმშობელი გალამაზებდეს.
კოსტა სანიკიძე.
ყველა სულიერს ვისაც ყვარებია, უყვარს და ეყვარება ❤

Social media :   / kosta.sanikidze  
  / kosta..sanikidze  
#kostasanikidze