ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული
2 თვის წინ
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ის 2005 წელს დაბადებული პირია. ბრალდებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ამ წუთებში ადვოკატს ხვდება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შემთხვევა ღამით მოხდა, - მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.