საპარლამენტო დელეგაციამ პორტუგალიაში ვიზიტი დაასრულა

2 თვის წინ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პორტუგალიაში ვიზიტი დღეს ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაასრულა. საერთაშორისო ვიზიტების ფარგლებში, ემიგრანტებთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ერთგვარ ტრადიციად იქცა. შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს იმ სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ემიგრანტების მხარდასაჭერად არის შემუშავებული. შეგახსენებთ, რომ ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მიიღო მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან