"ხატებზე ფეხის არ დაბიჯება"- ზე დაყვანილი ქრისტიანობა და რატომ დუმს სამღვდელოება "რუსულ კანონზე."

04/21/2024
Teopile Malakia-ის მიერ

ბიბლია ქართულ სივრცესთან პარალელებით - 1 თესალონიკელთა მიმართ.
21 აპრილი 2024 კვირა - სკაიპ შეკრება თეოფილე მალაქიასთან ერთად.
პავლე მოციქულის პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ.

1 თესალონიკელთა მიმართ თავი 2.
რადგან თავადვე იცით, ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა ფუჭი არ ყოფილა.
2 ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გაბედულება მოვიკრიბეთ ჩვენს ღმერთში, რომ გვექადაგა თქვენთვის სახარება, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა.
3 ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არც საცდური ყოფილა, არც უწმიდურება და არც ცბიერება.
4 არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ, და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც სცდის ჩვენს გულებს.
5 რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე.
6 არ ვეძიებთ კაცთაგან დიდებას - არც თქვენგან, არც სხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები.
7 მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.
8 ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
9 ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.
10 მოწმენი ხართ თქვენც და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკვლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო.
11 რადგან იცით, რომ ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს, როგორც მამა - შვილებს;
12 განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც თავისი სამეფოსა და დიდებისკენ მოგიწოდებთ.
13 ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.
14 რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ - იუდეველთაგან.
15 რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, რადგან ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან;
16 წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.
17 ჩვენ კი, ძმებო, მცირე ხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტად ვესწრაფოდით თქვენი სახის ხილვას დიდი წადილით.
18 ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.
19 რადგან ვინ არის ჩვენი იმედი ან ჩვენი სიხარული ან ჩვენი სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას?
20 ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

00:00:03 - რეზო ბაქრაძე(თეოფილე მალაქია)
00:48:50 - მარიკა ჭეღელიძე
00:52:20 - სტეფანია ბაქრაძე
00:53:40 - ნატალია კუცია
02:03:15 - ნუგზარ ხიდეშელი
02:12:40 - რეზო ბაქრაძე(თეოფილე მალაქია)
03:13:10 - პაატა ბერიძე
03:29:50 - რეზო ბაქრაძე(თეოფილე მალაქია)
03:35:20 - ნუგზარ ხიდეშელი
03:37:30 - გოჩა ჩაჩანიძე( ჯონი ბაკურაძე)
03:45:20 - რეზო ბაქრაძე(თეოფილე მალაქია)

ვიდეოები „Teopile Malakia"-ისგან